დიდ შვიდეულზე უკრაინაში არსებულ ენერგეტიკულ და სასურსათო კრიზისზე იმსჯელებენ

26 ივნისი 2022, 10:01 556 ნახვა

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდებიან - ინფორმაციას „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას სამშაბათს გამოაქვეყნებს. აკრძალვის მიზანი გლობალური ეკონომიკიდან რუსეთის შემდგომი იზოლაცია და ოქროს ბაზარზე რუსეთის მონაწილეობის შეზღუდვაა. 

„დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტი გერმანიაში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ის, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერები, ასევე ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები მიიღებენ.

სამიტზე ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთვება უკრაინის პრეზიდენტიც. „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება, ენერგეტიკის დეფიციტი და სასურსათო კრიზისი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში