სარაკეტო იერიში კიევზე

26 ივნისი 2022, 12:06 1134 ნახვა

უკრაინა ისევ იბომბება, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.  ამჯერად ოკუპანტებმა  დედაქალაქზე მიიტანეს სარაკეტო იერიში, გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაიბომბა 9 სართულიანი კორპუსი. მობილიზებულია 19 ერთეული სახანძრო ტექნიკა და 67 მაშველი - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ქალაქის მერის თქმით, ადგილზე იმყოფება  სასწრაფო დახმარების ბრიგადები, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.

გარდა ამისა, რუსებმა იერიში მიიტანეს ლვოვის ოლქზეც. რაც შეეხება სევეროდონეცკს, ტერიტორიის დატოვების ბრძანება უკრაინელმა სამხედროებმა უკვე მიიღეს, როგორც ლუგანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ქალაქში ინფრასტრუქტურის 90% სრულად განადგურებულია და თავდაცვის საშუალება ამ დროისთვის აღარ არსებობს. 

რივნის ოლქში სარაკეტო იერიშის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას ოლქის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. ვიტალი კოვალის თქმით, დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები, რომელთა გამოყვანასაც მაშველები ცდილობენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად რუსეთმა უკვე 35 000-მდე  სამხედრო დაკარგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში