"თბილისი პრაიდის" მოთხოვნა

26 ივნისი 2022, 14:05 926 ნახვა

„თბილისი პრაიდი“, რომელმაც, უსაფრთხოების მიზნებით, წელს უარი თქვა ღირსების მარშის ჩატარებაზე, მოითხოვს, რომ მთავრობამ უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომები მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებისას, ასევე დაისაჯონ  5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.

"თბილისი პრაიდი" აცხადებს, რომ წელს, „საზოგადოების პოლარიზაციისა და განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით“, „შეგნებულად და გააზრებულად“ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ჩაატარონ „ღირსების მარში“; თუმცა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული კონსერვატიული პარტიის მხრიდან კვლავ ისმენენ ძალადობის მუქარას დახურულ ფორმატში გასამართი ღონისძიებების ჩასაშლელად.

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ დაცვის დაპირება მიიღეს შს სამინისტროსგან და უახლოეს მომავალში მოელიან უწყების საჯარო განცხადებასაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში