ომის 123 დღე – იერიში კიევზე

26 ივნისი 2022, 20:06 976 ნახვა

ომი უკრაინაში გრძელდება. ყოველდღე იზრდება გარდაცვლილთა, დაშავებულთა და ლტოლვილთა რიცხვი, მაგრამ რუსეთი გაჩერებას არც კი ფიქრობს. მეტიც ოკუპანტმა კვლავ მიიტანა იერიში კიევზე და ლვოვის რეგიონზე, სადაც მთლიანობაში 10-ზე მეტი რაკეტა ჩამოაგდეს, რამდენიმე ადგილას ნანგრევებში ადამიანებს ახლაც ეძებენ.

უკრაინაში თვლიან, რომ ეს ნატოს სამიტის წინ რუსების მიერ კუნთების გათამაშება იყო. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აქამდე მიღებული სანქციები არ არის საკმარისი და მხოლოდ ამ ფორმით რუსეთი არ გაჩერდება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში