მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 136-ე კილომეტრზე რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა

27 ივნისი 2022, 10:11 940 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის ნაწილი დაზიანდა.

უწყების ცნობით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მეწყრისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჟინვალი-ბარისახლო-შატილის გზის ცენტრალურ მონაკვეთზე. მეწყერი  ჩამოწვა ასევე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 53-ე კილომეტრზე. სტიქიამ ზიანი მიაყენა დუშეთის რამდენიმე სოფელსაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში