გადადებული ავიარეისები

07 იანვარი 2017, 00:00 1866 ნახვა

ქარბუქის გამო სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გიოქჩენის აეროპორტებში 395 რეისი გაუქმდა. ავიარეისები ვერ შესრულდება ბათუმის მიმართულებითაც. გაუქმდა ბათუმი სტამბოლის ავიარეისიც. როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ხვალ იგივე საათებში დაგეგმილი ავირეისების გაუქმების ბრძანება ჯერ არ გაცემულა და სავარაუდოდ ფრენები შესრულდება. სტამბოლში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათათურქის აეროპორტში საქართველოს მოაქალაქეები იმყოფებიან, თუმცა საკონსულოში არ აქვთ ინფორმაცია როდის აღდგება ფრენები. სტამბოლის აეროპორტებში გადადებულ რეისებთან დაკავშირებით, სპეციალური სამსახურები ბილიკებს წმენდენ, რათა ფრენების გაუქმება ან გადადება არ მოხდეს.

ამავე კატეგორიაში