უიმბლდონზე დღეს ორი ქართველი იასპარეზებს

27 ივნისი 2022, 10:53 717 ნახვა

დღეს უიმბლდონზე ძირითადი ბადის მატჩები დაიწყება და კორტზე ორ ქართველ ჩოგბურთელს - ნიკოლოზ ბასილაშვილს და ეკატერინე გორგოძეს ვიხილავთ.

30 წლის ბასილაშვილი დიდი სლემის ლონდონურ ტურნირზე 22-ე ნომრადაა განთესილი და სასტარტო შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათიდან ჩეხ ლუკას როსოლთან ელის, რომელიც „ეი-ტი-პი“-სკლასიფიკაციაში მხოლოდ 278-ე პოზიციაზეა.

უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველად სცდის ძალებს 30 წლის ეკატერინე გორგოძე, რომლის მეტოქეც რუმინელი ირინა კამელია ბეგუ იქნება. ეს შეხვედრა დაახლოებით 19:30 საათიდან დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში