თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება - კალინი

27 ივნისი 2022, 10:38 598 ნახვა

თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა.

მისი თქმით, ანკარა  თანამშრომლობს რუსეთთან, რადგან თურქეთი დამოკიდებულია უცხოურ ენერგეტიკულ რესურსებზე.

ერდოღანის მრჩეველის განცხადებით, სანქციები უფრო მეტად დააზარალებს თურქეთის ეკონომიკას, ვიდრე რუსეთისას.

რაც შეეხება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს „მარცვლეულის დერეფნის“ გახსნას სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება - ამბობს კალინი და  ამ პროცესის დაწყების მთავარ ფაქტორს ასახელებს. მისი თქმით,  ეს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეთანხმების მიღწევაა, რისთვისაც თურქეთი მზადაა სტამბოლში შეხვედრა გამართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში