მაია სანდუ კიევს ეწვია

27 ივნისი 2022, 18:28 690 ნახვა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სამუშაო  ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.  იგი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია. სანდუმ რამდენიმე ქალაქი მოინახულა, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.იმყოფებოდა ირპენში, ბოროდიანკასა და ბუჩაში. “საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწვარი სახლები, საავადმყოფოები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები. ვნახეთ მასობრივი სამარხები ბუჩაში. ეს ტრაგედიაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია. ოთხი თვეა უკრაინა, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა ომში ცხოვრობს. მოლდოვის რესპუბლიკა პირველივე დღიდან გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ყველაფერი გააკეთონ, რომ აღდგეს მშვიდობა და გამოძიებული იქნას კონფლიქტში ჩადენილი გაუმართლებელი დანაშაულები. ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომლებიც მათი და ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინის მომავალი თავისუფალ მსოფლიოში, დიდ ევროპულ ოჯახშია“, – წერს მაია სანდუ ტვიტერზე.  მოლდოვის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი დღის მეორე ნახევარში შეხვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში