კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

28 ივნისი 2022, 10:11 655 ნახვა

უკრაინის პოლტავის ოლქში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 59 ადამიანი, მათგან 25-ის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.

სარაკეტო დარტყმები კემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის ძალებმა 27 ივნისს მიიტანეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში