საიას ანგარიში

28 ივნისი 2022, 10:29 500 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით,  იუსტიციის საბჭოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნით ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას და სასამართლოს რეფორმას არ აპირებს. საია-ში აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჭიროა ფუნდამენტური რეფორმის ჩატარება და საბჭოს წევრთა შერჩევის წესის ცვლილება. 

ორგანიზაციაში პრობლემად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ საბჭო ბოლო ერთი წელია, ხუთი არამოსამართლე წევრის გარეშე მუშაობს და პარლამენტი დამოუკიდებელი წევრების დანიშვნაზე არც ზრუნავს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის საბჭოს გაუმჭვირვალობაზე და სხდომების ინტენსიურ გადადებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს პრობლემაა. საია-მ დღეს მეათე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ზემოთ აღნიშნულ პრობლემებზე იყო საუბარი.

დღეს გამოქვეყნებული ანგარიში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის მდგომარეობას ასახავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში