უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან და კიევი შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, ყველაფერი 24 საათში დასრულდება - პესკოვი

28 ივნისი 2022, 16:22 722 ნახვა

უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან და კიევი შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, ყველაფერი 24 საათში დასრულდება, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. 

„უკრაინულმა მხარეს შეუძლია, ყველაფერი 24 საათში დაასრულოს, საჭიროა ბრძანება, რომ ნაციონალისტურმა ქვედანაყოფებმა დაყარონ იარაღი, ბრძანება, რომ სამხედროებმა დაყარონ იარაღი და უნდა შესრულდეს რუსეთის პირობები და ყველაფერი შეიძლება, დასრულდეს მომდევნო 24 საათში“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის განცხადებით, საომარი ოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მის დასრულების ვადა განსაზღვრული არ არის. მისივე თქმით, ის დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ დასახული ამოცანები შესრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში