ნატოს სამიტი მადრიდში

28 ივნისი 2022, 19:30 653 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე დასავლელი მოკავშირეების ერთიანი ფრონტი და ერთიანი სიგნალი - ეს იქნება 30 სახელმწიფო ლიდერის განხილვის მთავარი თემა მადრიდის ნატოს სამიტზე, რომელიც ხვალ და ზეგ გაიმართება.სამიტის მასპინძელმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ლიდერების შეხვედრის მოლოდინებზე ისაუბრა. მსოფლიო ლიდერები გამოავლენენ მზაობას დაიცვან დემოკრატიები, მათი ღირებულებები და თავისუფლება. სამიტზე განსაზღვრავენ საფრთხეებს, რომლებიც ნატოს მოკავშირეებს ახლა და მომავალში შეიძლება დაემუქროს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, სასურსათო და ენერგორესურსებზე გლობალური კრიზისი არის ფასი, რომელსაც ევროპა და ამერიკა იხდის პუტინის ომის გამო, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა ფასსაც უკრაინელები სიცოცხლით იხდიან თავისუფლებისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში