თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

28 ივნისი 2022, 22:48 853 ნახვა

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. სამი ქვეყნის ლიდერებმა შესაბამის კონსენსუსს NATO-ს მადრიდის სამიტზე მიაღწიეს.

თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის შესახებ.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადები ბრიუსელში 18 მაისს წარადგინეს. NATO-ში გაწევრიანებისთვის ყველა, 30-ვე წევრის თანხმობაა საჭირო.

თურქეთი NATO-ს წევრი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც დღემდე ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების ეწინააღმდეგებოდა. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი  აცხადებდა, რომ შვედეთი და ფინეთი იცავენ იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ჯგუფებთან, რომლებსაც თურქეთი ტერორისტად მიიჩნევს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში