„ბორჯღალოსნებმა“ საზაფხულო ტესტებისთვის სამი მწვრთნელი დაიმატეს

29 ივნისი 2022, 12:48 790 ნახვა

საზაფხულო ტესტებისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შტაბი სამი უცხოელი სპეციალისტით გაძლიერდა. დაცვის მწვრთნელი ჯო ვორსლი იქნება, ფორვარდების მწვრთნელი პოლ ტიტო და ფიზიკური მომზადების კონსულტანტი ბენ პოლარდი.  ჯო ვორსლი 2003 წელს  ინგლისის ნაკრების რიგებში მსოფლიოს თასის გამარჯვებული გახდა.

კარიერის დასრულების შემდეგ ის ჯერ ბორდოს დაცვის მწვრთნელი იყო, შემდეგ - კასტრის. 2019 წლის მსოფლიოს თასზე ჯო ვორსლი საქართველოს ნაკრების შტაბში იყო დაცვის მწვრთნელად. ბენ პოლარდი ფიზმომზადების კონსულტანტია. მას მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს.

ორი მათგანი, ჯერჯერობით, "ბორჯღალოსანთა" რიგებში საცდელი ვადით იმუშავებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს სამეული სამწვრთნელო შტაბში 2023 წლის მსოფლიოს თასისთვისაც დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საზაფხულო ტესტებს 3 ივლისს გახსნის, როდესაც ქუთაისში არგენტინა 15-ს შეხვდება. ათში ბათუმში იტალიასთან შეხვედრაა დანიშნული, 16 ივლისს კი, ბორჯღალოსნები ისევ ქუთაისში პორტუგალიას უმასპინძლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში