კირნათის მცხოვრებლების მოთხოვნა 

29 ივნისი 2022, 14:29 879 ნახვა

კირნათის   მოსახლეობა  ხელისუფლებას  დახმარებას   სთხოვს. ამბობენ, რომ  სოფელში საზღვრის  პირას  მდებარე ნაკვეთებს   წლების  განმავლობაში  ამუშავებდნენ, აქვთ  ტერიტორიაზე  შესვლისთვის  საჭირო  საშვიც, თუმცა  მათ სასაზღვრო პოლიციამ  ამის უფლება არ მისცა.   არ გამორიცხავენ, რომ   ეს  კომპანია  ‘აჭარა  ენერჯი  2007’’ ინტერესში  იყოს,   რომელიც  ტერიტორიაზე  ჰესს   ფლობს.   ჰესის  მშენებლობის  გამო  კომპანიამ   5  წლის   წინ  სამთავრობო  კომისიის დასკვნის საფუძველზე მოსახლეობის მიწები გამოისყიდა.   

ადგილობრივები ამბობენ,  რომ კომპენსირებულ ნაკვეთებს შორის  არ  ყოფილა  მიწა, რომლის დამუშავებაც  ახლა   სურთ  და რომელსაც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ ჰესის არეალში თავისუფალი ნაკვეთები აღარაა და  2016  წელს  კომისიის დასკვნით,  ყველა  ნაკვეთზე,  რომელთა სარგებლობის უფლებაც დადგინდა, კომპენსაცია გადაიხადეს.  

ხელვაჩაურის  მერიაში ამბობენ, რომ მათი უფლებამოსილება მხოლოდ  საშვის გაცემაა, რაც  გააკეთეს  კიდეც. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში