ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი მადრიდში

29 ივნისი 2022, 17:21 676 ნახვა

მადრიდში „ნატოს“ სამიტზე ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს ხვდება. საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან.ასევე,პარტნიორული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყო შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრის თემა. ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა. შემდეგ კი ტვიტერზე დაწერა, რომ „საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი  ერთგულება დიდ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში