სპეციალური მაცივრები ვაქცინის შესანახად

29 ივნისი 2022, 17:23 839 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC), ვაქცინების შესანახად, 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადაეცა. მაცივრები აღჭურვილია ძაბვის რეგულატორით, ტემპერატურის აღმრიცხველი მოწყობილობით, ქარხნულად დაპროგრამებული განგაშის სისტემითა და შენახვის პირობების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ეკრანით. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, სპეციალური მაცივრები გაერო-ს ბავშვთა ფონდმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა. პროექტის მიზანი „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და სამედიცინო დაწესებულებების ახალი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა. გაერო-ს ბავშვთა ფონდმა კლინიკებს ასევე გადასცა 500 ცივი ყუთი, რომელშიც საჭირო ტემპერატურაზე ვაქცინის შენახვის ხანგრძლივობა 107 საათია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში