ბრიტანეთის სანქციები რუსეთს

29 ივნისი 2022, 17:23 801 ნახვა

დიდმა ბრიტანეთმა  რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. სანქცირებულთა სიაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვიდან  ვლადიმერ პოტანინი მოხვდა, რომელიც რუსეთის მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანადაა მიჩნეული. მისი ქონება 16 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. დიდი ბრიტანეთი სანქციებს უწესებს იმ რუს მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებიც სირიაში, ასადის რეჟიმს მხარს უჭერენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით,  ოფიციალური ლონდონი რუსული ომის მანქანის დასასუსტებლად  მკაცრს სანქციებს გამოიყენებს.  დღევანდელი სანქციები ცხადყოფს, რომ არავინ და არაფერია  განხილვის მიღმა, მათ შორის პუტინის ახლო წრეც“ - აღნიშნა მან. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციები რუსეთის ათასამდე მოქალაქესა და 120 კომპანიას დაუწესა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში