იალაღებზე მგზავრობა ქედის მუნიციპალიტეტში წელსაც უფასო იქნება

29 ივნისი 2022, 19:33 883 ნახვა

მთა საიჩაირის და გომის მთის იალაღებზე მგზავრობა წელსაც უფასო იქნება.  ქედის მერიამ მომსახურების შესასყიდად ტენდერი უკვე გამოაცხადა,  გამოყოფილია 5 000 ლარი. ტრანსპორტი მოსახლეობას ივლისსა და აგვისტოში ბარიდან მთის მიმართულებით და პირიქით მოემსახურება. სად ივლის უფასო ტრანსპორტი? მიმართულებები მთებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით  შეირჩა. ტრანსპორტირება ადმინისტრაციული ცენტრიდან მოხდება.  დღეები და დრო მოსახლეობასთან შეთანხმებით შეირჩევა. უფასო ტრანსპორტით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებსაც შეუძლიათ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში