''დინამო'' ბათუმმა ''დინამო'' თბილისი 4:1 დაამარცხა

29 ივნისი 2022, 23:02 1226 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში, სადაც ორი ''დინამოს'' დერბი გაიმართა გამარჯვებული ბათუმელები არიან. ''დინამო'' ბათუმმა საკუთარ მოედანზე ''დინამო'' თბილისი მიიღო და დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

მე-17 წუთზე დავითაშვილის დარტყმულს მიმართულება ჯოვინომ შეუცვალა და ანგარიში გახსნა.


25-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილის კარგი სოლორეიდის შემდეგ თავად ალთუნაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.


43-ე წუთზე კი კუთხურიდან გათამაშებული ბურთი თბილისელთა კარში ბენჟამენ ტეიდიმ შეაგდო და პირველი ტაიმი შავიზღვისპირელებმა 3-0 მოიგეს. პირველი ნახევრის შესვენებაზე ბათუმელ გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელია გამოემშვიდობა.


მეორე ნახევარში შეცვალაზე შემოსულმა სხირტლაძემ სხვაობა შეამცირა და 59-ე წუთისთვის 3-1 გახდა.


მატჩის კომპენსირებულ დროში კი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირა.


20 ტურის შემდეგ ''დინამო'' ბათუმი 47 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერია და უახლოეს მდევარ ''დინამო'' თბილისს 9 ქულით უსწრებს. გია გეგუჩაძის გუნდს შემდეგი შეხვედრა უკვე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ელოდება.

6 ივლისს ბათუმელები გასვლაზე სლოვაკეთში ''სლოვანს'' დაუპირისპირდებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში