“ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროების 99%-ს კიდურები არ აქვს” - “აზოვსტალის“ დამცველის და

30 ივნისი 2022, 11:53 842 ნახვა

საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურის, დატყვევებული „აზოვსტალის“ დამცველის სერგეი ვოლინას და ტატიანა ხარკო აცხადებს, რომ იმ სამხედროების 99%-ს, რომლებიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს, კიდურები არ აქვს. მისი თქმით, „აზოვის“ ბატალიონის ზოგიერთ მებრძოლს არ ესმის და ვერ ხედავს და ტყვეობიდან გათავისუფლებულ ყველა დამცველს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

მისი ინფორმაციით, თავად სერგეი ვოლინა ტყვეობიდან არ გაუთავისუფლებიათ და ოჯახს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლის შედეგად პატიმრობიდან 144 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს, საიდანაც "აზოვსტალის" 95 დამცველია. მათ შორის 43 „აზოვის” ბატალიონის სამხედროა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში