უკრაინა სირიასთან ურთიერთობებს წყვეტს - ზელენსკი

30 ივნისი 2022, 09:49 542 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც დამასკომ უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსული წარმონაქმნების  დამოუკიდებლობა აღიარა.

სირია გახდა პირველი ქვეყანა რუსეთის შემდეგ, რომელმაც ლუგანსკის და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკები“ აღიარა.

„რუსეთმა ისევ მიაღწია იმას, რომ   სირიამ დონბასში საოკუპაციო სტრუქტურები ე.წ.  ქვეყნებად აღიარა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში სირიასთან ურთიერთობა აღარ გაგრძელდება და დამასკოს მიმართ სასანქციო ზეწოლა  კიდევ უფრო გაძლიერდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში