ბათუმელი ნიჩბოსნების წარმატება

30 ივნისი 2022, 14:01 1130 ნახვა

ერევანმა ნიჩბოსნობაში საერთაშორისო ტურნირს „ლიონას თასს“ უმასპინძლა, სადაც წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა ნიჩბოსნებმა. სხვადასხვა კატეგორიაში ბათუმის გუნდმა 1 ოქროს, 5 ვერცხლისა და ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული კანოეთი ასპარეზობაში მატვეი ვასილკოვსკი გახდა, რომელმაც წყვილთა შორის კონსტანტინე მესხიძესთან ერთად ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიგო. მატვეი ივანჩენკოს და იაროსლავ კონიკის დუეტმა ბაიდარით გაცურვაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს. კონიკმა ბრინჯაო ერთეულთა თანრიგშიც მოიგო.

რაც შეეხება გუნდის კაპიტანს კონსტანტინე მეხიძეს, მან 200-მეტრიან დისტანციაზე გაცურვაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2 ათას მეტრზე კი ბრინჯაოს დასჯერდა. ეს ბათუმელი ნიჩბოსნების პირველი საერთაშორისიო ტურნირი იყო მრავალწლიანი პაუზის შემდეგ.

ერთ კვირაში ბათუმელი ნიჩბოსნები ფოთში, საქართველოს პირველობაზე იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში