დაპირისპირება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან - ''შინ ევროპისკენ'' მმართველ პარტიას მიმართავს

30 ივნისი 2022, 15:01 737 ნახვა

თსუს "მაღლივ კორპუსთან" სტუდენტებს, სადაც ისინი 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით ფლაერებს არიგებდნენ, როგორც ამბობენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ ხელი შეუშალეს. ისმოდა გინებაც და იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

ამ ინციდენტის შემდეგ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ განცხადება გაავრცელა და მმართველ პარტიას მოუწოდებს „შეწყვიტოს მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები, რაც უკიდურესად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას“ .

ორგანიზაციის ინფორმაციით,  3 ივლისის დაგეგმილი აქციის წინ, თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებისას ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტები ფიქსირდება. მოძრაობის თანახმად, მათ წინააღმდეგ მოქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.    

მოუწოდებენ პოლიციელებს „უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ადგილზევე აღკვეთონ პროვოკაციები“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში