რეგატა ბათუმის პორტში

30 ივნისი 2022, 17:57 1390 ნახვა

კონსტანცა ბათუმი – საზღვაო მარშრუტი ნიჩბიანი ნავით 4-მა მოგზაურმა დაფარა.  ისინი  ბათუმის ნავსადგურში დღეს  შემოვიდნენ და საქართველოში რამდენიმე დღის გატარებას  გეგმავენ. მარშრუტი რუმინეთიდან დაიწყო,  ბათუმამდე მანძილი  9 დღესა და 19 საათში დაფარეს. ჯგუფის წევრების უმეტესობისთვის ნიჩბიანი ნავით ეს პირველი მოგზაურობა   იყო, ეს მარშრუტი კი უკვე მეორედ შედგა.  პირველად ეს გზა სხვა მოგზაურებმა  5  წლის  წინ გაიარეს, მაშინ ნიჩბოსნებს ზღვით ბათუმამადე ჩამოსასვლელად  11 დღე დასჭირდათ. ახლა კი  4-მა მეგობარმა ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა.  ეკიპაჟი ორი ბრიტანელი და ორი რუმინელი მოგზაურისგან შედგება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში