ნატო-ს სამიტის დასკვნითი დღე

30 ივნისი 2022, 19:14 853 ნახვა

„ნატო“ აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს. საქართველომ ახალი და გაძლიერებული დახმარების პაკეტი მიიღო - ასევე, ძალაში დარჩა ბუქარესტის გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის შესახებ. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანში ამბობენ, რომ მადრიდის ისტორიული სამიტი საქართველოსთვის წარმატებული იყო და ნატოს კარი ღიაა. ნატოში გასაწევრიანებელი მიწვევა მიიღო ფინეთმა და შვედეთმა, რომლებიც ალიანსის 31-ე და 32-ე წევრები გახდებიან. ასევე ცნობილი გახდა, რომ ნატო სწრაფი რეაგირების ძალებს 40 ათასიდან 300 ათასამდე გაზრდის. მომავალი 10 წლის განმავლობაში ალიანსის პოლიტიკა იქნება მიმართული იმისკენ, რომ ნატოსთვის მთავარი და პირდაპირი საფრთხე არის რუსეთის ფედერაცია. „ნატომ“ მიიღო ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის და მადრიდში კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ამ ომში რუსეთი უნდა დამარცხდეს. ნატოს მომავალი სამიტი ერთი წლის შემდეგ ვილნიუსში გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში