საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო

01 ივლისი 2022, 10:59 848 ნახვა

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო ოპერირება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯედადან საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა.

Flyadeal-ი თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ერთდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: რიადი, ჯედა და დამამიდან იწყებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ  ჯამში, საქართველოს მიმართულებით Flyadeal-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთიდან კვირაში ათი სიხშირით შეასრულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში