ქუთაისში “შინ ევროპისკენ“ აქტივისტებს "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

01 ივლისი 2022, 17:59 723 ნახვა

სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების ინფორმაციით, მათ ქუთაისში მოსახლეობასთან ევროინტეგრაციის შესახებ შეხვედრაზე ქართული ოცნების "ტიტუშკები" დაუპირისპირდნენ და საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ.

სტუდენტების თქმით, ხელისშემშლელთა შორის იყვნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც სამუშაო საათებისას სტუდენტების გადაადგილებას აკონტროლებდნენ.

"თქვენ ხართ ომის პარტია, რადიკალები და “ნაციონალები”, - ამ ფრაზებით მიმართავდნენ თბილისიდან ჩამოსულ სტუდენტებსა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს სახელისუფლებო პარტიის გულშემატკივრები. სტუდენტებმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გაავრცელეს. ქუთაისში დილიდან მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავს მოძრაობა “შინ ევროპისკენ” წევრები.

სპიკერებს შორის იყო პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე და ჟურნალისტი ეკა მიშველაძე. მოძრაობის წევრები მოქალაქეებს უხსნიან, რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანებას და რატომ უნდა მივიდნენ 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე.

"მოსახლეობას ვესაუბრებით რა სიკეთეები მოჰყვება ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის მაღალი პენსიები, მაღალი ანაზღაურება, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება, უფრო მდიდარი საქართველო და რაც მთავარია, მშვიდობა. ევროკავშირი მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცეა", - ამბობს ისტორიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი გია ჯაფარიძე.

საინფორმაციო კამპანიაში ადგილობრივი აქტივისტებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც მოქალაქეებს ევროკავშირის შესახებ ბროშურები დაურიგეს. რამდენიმე დღეა მოძრაობის ,,შინ ევროპისკენ"" წევრები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დადიან და მოსახლეობას ევროკავშირის სიკეთეებზე ესაუბრებიან.

რამდენიმე დღეა მოძრაობის ,,შინ ევროპისკენ" წევრები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დადიან და მოსახლეობას ევროკავშირის სიკეთეებზე ესაუბრებიან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში