ქუთაისში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

01 ივლისი 2022, 23:01 3366 ნახვა

ქუთაისში ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი მოკლა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

ქალს სავარაუდოდ დანით ჭრილობა თავისა და ყელის არეში აქვს მიყენებული. მეზობლების თქმით, კაცმა ქალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა.

მოკლულის ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ ხმაური შემოესმათ, რის შემდეგ ბინის კარი ძალით შეაღეს, ადგილზე კი მოკლული ქალი დახვდათ.

"მკვლელი ეცადა გაქცევას, თუმცა სადარბაზოს კარი გადავუკეტეთ და არ მივეცით საშუალება გაქცეულიყო. ამ დროს პოლიციაც მოვიდა" -აცხადებს მოკლული ქალის ერთ-ერთი მეზობელი.

სამართალდამცველებმა სავარაუდო მკვლელი ​ცხელ კვალზე დააკავეს. 40 წლამდე ქალის მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. 

სამართალდამცველები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ. ქალს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში