ალტ-ინფოს აქცია და დაკავება

02 ივლისი 2022, 13:42 1096 ნახვა

„ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები, რომლებმაც პარლამენტთან აქცია გამართეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ მიემართებიან.მათი თქმით, აქციის გაგრძელებას მმართველი პარტიის ოფისთან აპირებენ რათა  საკუთარი მოთხოვნები დააფიქსირონ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავენ.

შსს მოუწოდებს პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. კადრი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში