უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 344-მდე გაიზარდა

02 ივლისი 2022, 17:18 930 ნახვა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 344-მდე გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია 640-ზე მეტი არასრულწლოვანი.

დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ციხეებში 10 ათასზე მეტი მარიუპოლელი იმყოფება, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 12 წლის მოზარდი.  

ოკუპანტები ისევ თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს, დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აგრესორებმა დონეცკის ოლქში, 4 მშვიდობიანი ადამიანი მოკლეს.

დღე ღამის განმავლობაში ოლქზე იერიში 17-ჯერ მიიტანეს.  მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინიდან რუსი ჯარისკაცები განდევნეს, გვიან ღამით რუსულმა მხარემ მაინც მიიტანა იერიში კუნძულზე, მაშინ როდესაც ისინი აცხადებდნენ რომ მთავრობისგან ყველა ბრძანება უკვე შეასრულეს და კუნძულის სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

რაც შეეხება მარიუპოლის დამცველებს, ტყვეობაში ამ დრომდე ბევრი ქალი დამცველი რჩება, აზოვის პოლკის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ტყვეობაში მედიკოსებიც არიან.

დაიბომბა ნიკოლაევის რეგიონი, ოკუპანტებმა იქ 12 სარაკეტო

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში