ოკუპანტმა იერიში ხარკოვში ერთ-ერთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მიიტანა

03 ივლისი 2022, 11:52 855 ნახვა

რუსეთი არ ჩერდება. ოკუპანტმა იერიში მიიტანა ხარკოვში ერთ-ერთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უახლეს მონაცემებში აღნიშნულია, რომ თავდასხმა დილის 4 საათზე მოხდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ოკუპანტებმა დაბომბეს სლავიანსკი, სადაც დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე და  დაიჭრა  7.

რუსეთი ახლა ცდილობს ლისიჩანსკი  ალყაში მოაქციოს, თუმცა უკრაინული მხარის ცნობით, ჯერჯერობით აგრესორი ამას ვერ ახერხებს, პარალელურად კი მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთმა უკვე 35 970 სამხედრო დაკარგა. წარმატებას მიაღწია უკრაინულმა მხარემ ივანოვკაში, დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.

ამასთან  ქალაქ მელიტოპოლში მდებარე ბაზაზე 30-ზე  მეტი დარტყმა განახორციელეს, ქალაქი ამ დრომდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში