თურქეთში უკრაინული მარცვლეულით რუსული გემი დააკავეს

04 ივლისი 2022, 11:03 1284 ნახვა

უკრაინა სთხოვს თურქეთს შეაჩეროს რუსული დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელმაც ოკუპირებული ბერდიანსკის პორტიდან მარცვლეული გაიტანა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გემი ბერდიანსკში, უკრაინის კუთვნილი 4 ათას 500 ტონა მარცვლეულით დატვირთეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიევის ამ მიმართვაზე ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. მანამდე თურქეთის საბაჟო სამსახურმა დააკავა რუსული გემი, რომელსაც უკრაინიდან მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა.

თურქული მხარე  გემის  შემდგომ ბედზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში