ჯარიმა 5 ივლისს „პრაიდის“ ოფისში შეჭრაში ბრალდებულებს

04 ივლისი 2022, 13:58 550 ნახვა

5 ივლისს “თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრაში ბრალდებულები სასამართლომ 5000-5000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას მოძრაობა ავრცელებს.

ორგანიზაციის დირექტორის განცხადებით,  ბრალი 3 პირს ჰქონდა წაყენებული და  სასამართლომ ვერც ერთი მათგანის შემთხვევაში ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და მათ ბრალი მხოლოდ ბინაში უნებართვოდ შეჭრის მუხლით დაუკვალიფიცირა.

შეგახსენებთ, გასული წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში