''გზავნილები ქართველი ხალხისგან'' - მოსწავლეების მილოცვა აშშ-ს

04 ივლისი 2022, 14:12 944 ნახვა

„გზავნილები ქართველი ხალხისგან“ - ბათუმის  სხვადასხვა სკოლის მოსწავლე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მადლობას უხდის ქვეყნის კეთილდღეობაში შეტანილი წვლილისთვის.  

ტექნოპარკში გამართულ  შეხვედრაზე  მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და  იმ ღირებულებებზე საუბრობენ, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება.

შეხვედრა USAID-ის  „სამოქალაქო განათლების პროგრამის“  ფარგლებში იმართება. პროგრამა საქართველოს 650  სკოლაში ხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში