არეულობა უზბეკეთში: დარბევებს 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

04 ივლისი 2022, 19:54 662 ნახვა

უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობაა. ყარაყალპაკეთის რეგიონში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე არეულობისას 20-მდე ადამიანი დაიღუპა, 243 დაშავდა, დააკავეს 516. პირველ ივლისს ყარაყალპაკეთის დედაქალაქ ნუკუსში და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის გამო უზბეკეთის პრეზიდენტი ორჯერ ჩავიდა ნუკუსში. 2 ივლისს არეულობის გამო ყარაყალპაკეთში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. რესპუბლიკაში შეიზღუდა მობილური და ინტერნეტკავშირი. დღეს დილიდან მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს განსაკუთრებული საჭიროების გამო ქუჩაში არ გავიდნენ

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში