ჩიკაგოს მახლობლად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 24 დაშავდა

05 ივლისი 2022, 10:21 1028 ნახვა

აშშ-ში, ჩიკაგოს მახლობლად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სროლას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 24 დაშავდა, - ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლა საზეიმო ღონისძიების დაწყებიდან 10 წუთში დაიწყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ დაახლოებით 20-25 გასროლა გაიგონეს.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. დამნაშავე 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა. ამოღებულია შაშხანა, რომლიდანაც ის აღლუმის მონაწილეებს ესროდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

"მინდა, წუთიერი დუმილით მივაგო პატივი ილინოისში მოკლული ექვსი ადამიანის ხსოვნას. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში