იტალიაში გვალვების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

05 ივლისი 2022, 11:03 1756 ნახვა

იტალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მდინარე პოს გარშემო მდებარე რეგიონებში, სადაც ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა. იტალიის ამ რეგიონებში აწარმოებენ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაახლოებით მესამედს.

სააგენტო როიტერსი წერს, რომ საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები, მაგალითად, მომხმარებლისთვის წყლის ლიმიტირებულად მიწოდების გადაწყვეტილება.

ძლიერი გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ხუთ რეგიონში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში