უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

05 ივლისი 2022, 10:44 909 ნახვა

უკრაინის აღდგენა დღესვეა საჭირო - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისი თქმით, ბევრი საუბრობს უკრაინის აღდგენის აუცილებლობაზე ომის შემდეგ, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის განახლება ახლავეა საჭირო და ამაში კიევს დემოკრატიული სამყარო დაეხმარება.

მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ოკუპანტებისგან უკრაინის მიწის გათავისუფლებას, რის გამოც მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ძალისხმევისთვის.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში