ვითარება უკრაინაში

05 ივლისი 2022, 10:04 646 ნახვა

უკრაინაში  ომის 132-ე დღე  აფეთქებების  ფონზე გათენდა. რუსული ძალები ინტენსიურ საომარ მოქმედებებეს  ისევ  აგრძელებენ. 

უკრიანული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა დნიპროში, ერთ-ერთ ადგილას, სადაც რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა ხანძარი გაჩნდა. დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. გასულ ღამეს კი უკრაინის თითქმის  მთელ ტერიტორიაზე  ისმოდა  განგაშის სიგნალის ხმები. 

ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანა სუმის ოლქზე, რა დროსაც 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ისევ მძიმე ვითარებაა საპორტო ქალაქ-  მარიუპოლში.  ქალაქის მერის ინფორმაციით, მოსახლეობა მედიკამენტების დეფიციტის გამო იღუპება. უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკში, კადიევკაში არსებული რუსული საბრძოლო მასალები გაანადგურეს.

მედიის ინფორმაციით, რუსებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ ლისიჩანსკსა და ლუგანსკის ოლქზე

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში