ერთი წელი 5 ივლისის მოვლენებიდან

05 ივლისი 2022, 10:56 773 ნახვა

5 ივლისის ძალადობის ფაქტზე თბილისი პრაიდის სარჩელს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს.

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე რადიკალური და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შედეგად  ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

მედიასაშუალებების ათობით წარმომადგენელმა, რომლებიც ადგილზე საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. მათ ნაწილს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა.

მოძალადე ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს სასტიკად უსწორდებოდნენ. ვითარების განმუხტვა პოლიციის ეკიპაჟებით გახდა შესაძლებელი. სამართალდამცველებმა ჟურნალისტები ადგილიდან პატრულის მანქანებით განარიდეს. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს "სირცხვილიას" ოფისიც.

რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. საერთო ჯამში კი 5 ივლისის საქმეს, 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში