ორი ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა

05 ივლისი 2022, 14:07 809 ნახვა

ორი ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა. პროკურატურის ინფრომაციით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულების ვასილ დავითაიასა და გრიგოლ წაქაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დადგა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვასილ დავითაია 2004 წელს გასამართლებული იქნა სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა და მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. 

რაც შეეხება ყოფილი მსჯავრდებულის გრიგოლ წაქაძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, იგი 2008 წელს გაასამართლეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე.

პროკურატურის ინფრომაციით,  დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად სცნეს 453 პირი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში