ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი თავისუფალია

05 ივლისი 2022, 20:18 3821 ნახვა

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი თავისუფალია. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

გიორგი ერმაკოვს 7 წელი ჰქონდა მისჯილი. მას და ბათუმის მერიის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს გამოძიება იაფი სახლის საქმეზე ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლაგვას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

სააპელაციომ ბათუმის ყოფილ მერს მუხლი გადაუკვალიფიცირა და მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაუტოვა, რაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ერმაკოვმა პატიმრობის ეს ვადა უკვე მოიხადა. 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში