ფინეთი და შვედეთი ნატოში

05 ივლისი 2022, 20:37 830 ნახვა

შვედეთმა და ფინეთმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას ნატოს ალიანსში გაწევრიანებას შესახებ.ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდეს. ფაქტი კი ამ ორი ქვეყნის და მთლიანად ნატოს უსაფრთხოებას გააძლიერებს. ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი მაისში შეიტანეს. მათი გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება რეკორდულად მცირე დროში,  ერთ თვეში ნატოს მადრიდის სამიტზე მიიღეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში