ძიუდოსტებმა შემადგენლობა დაასახელეს

07 ივლისი 2022, 13:56 608 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მომავალ უქმეებზე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილ გრანდ სლემში ჩაერთვება, შემდეგ კი, რიგში ზაგრების გრან პრია. ზაგრების გრანდ სლემში 72 ქვეყნის 570-მდე ძიუდოისტის მონაწილეობა იგეგმება.

მათ შორის, საქართველოს ვაჟთა ნაკრებს 8 წარმომადგენელი ეყოლება, ქალებს კი – 3. ვაჟთა შემადგენლობა ასეთია: ლუხუმ ჩხვიმიანი,  ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი,  ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი.

ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი იჭიდავებენ.

ზაგრების გრანდ სლემზე შარშან მხოლოდ 4 ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა და ორმა მათგანმა კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში