ენმ მოუწესრიგებელ ტურისტულ ობიექტებზე საუბრობს

07 ივლისი 2022, 14:20 864 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწესრიგებელ ტურისტულ ობიექტებზე საუბრობს. მათი განცხადებით, ქალაქის ერთერთი ტურისტული ადგილას -  არდაგანის ტბაზე ანტისანიტარიაა და მოუწესრიგებელია. ისინი ბათუმის მერიას შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

ამბობენ, რომ ბათუმის წყლის თანამშრომლები ტერიტორიაზე მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდნენ და ნაწილობრივ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს, რაც საკითხით ოპოზიცია დაინტერესდა. მათი განცხადებით, ტბა უკვე რამდენიმე დღეა დაბინძურებულია და ქალაქი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი შეხვდა.

ბათუმის წყალში აცახდებენ, რომ სეზონთან დაკავშირებით ტბა ინტენსიურად იწმინდება. მათი განმარტებით, დღევანდელი  სამუშაოები  ოპოზიციის განცხადების შემდეგ არ დაგეგმილა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში