ქვიშის ჭიდაობაში ქართველი სპორტსმენების მორიგი წარმატება

07 ივლისი 2022, 13:51 648 ნახვა

ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს პირველობის მესამე  ეტაპზე ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

ჯემალ კილაძის შეგირდებიდან ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი და ნიკა კენჭაძე გახდნენ. დავით ხუციშვილმა და მამუკა კორძაიამ კი მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ლევან ქელეხსაშვილმა ოქროს მედლისთვის შეხვედრაში თურქ იუნუს ჯოსკუნს აჯობა - 2:0.  ნიკა კენჭაძემ ფინალში რუმინელ მაქსიმ ვასილიოღლუ 3:0 დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში