შეხვედრა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან

07 ივლისი 2022, 18:21 1100 ნახვა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩიუკას შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, აღნიშნულის გავლენა შავი ზღვის რეგიონის და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების და გაღრმავების მნიშვნელობა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში