„დინამო“ ბათუმი VS „სლოვანი“ ბრატისლავა - 13 ივლისს განმეორებითი მატჩია

07 ივლისი 2022, 19:27 2342 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბათუმის „დინამომ“ ბრატისლავაში „სლოვანის“ წინააღმდეგ ფრედ 0:0 ითამაშა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და ორი სახიფათო მომენტიც შექმნეს. 42-ე წუთზე მამუკა კობახიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.   უნდა აღინიშნოს, რომ „სლოვანის“ რიგებში სამივე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ მოედანზე 90 წუთი დაჰყვეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი მეორე ტაიმში 58-ე წუთზე გამოჩნდა. 'დინამო'' ბათუმმა ისტორიაში პირველად  ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.  საპასუხო   მატჩი ბათუმში 13 ივლისს შედგება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში